ცდილობენ საქართველოში განავითარონ რევოლუციური პროცესები მაიდნის სცენარით და რამენაირად შეძლონ ხელისუფლების ძალადობრივი ცვლილება, მათ სჭირდებათ მართული ხელისუფლება საქართველოში - გიორგი გაბუნია

გიორგი გაბუნია

"გუშინ აქციაზე გამოიტანეს კუბო ქრისტეს გამოსახულებით და დაწვეს. დღეს მომაწოდეს ვიდეო, სადაც კიევში მაიდანზე ზუსტად ანალოგიური სცენარი გათამაშდა, როგორ წვავენ იქაც კუბოს, ასევე ახალგაზრდები როგორ მიდიან და სპეცნაზის თანამშრომლებს უვარდებიან, როდესაც ფარებით არიან დაცული და ა.შ." - ეს განცხადება პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრმა, გიორგი გაბუნიამ "დღის კურიერის" ეთერში გააკეთა.

მისი თქმით, ანალოგიური სცენარით და ანალოგიური მოქმედებებით ცდილობენ, საქართველოში განავითარონ რევოლუციური პროცესები მაიდნის სცენარით.

"ჩვენ ვნახეთ არაერთი ძალადობრივი ფაქტი და ეს ძალადობრივი ჯგუფები, ფაქტია, იყვნენ კარგად ორგანიზებული, მომზადებული იმისთვის, რომ სიტუაცია მაქსიმალურად დაეძაბათ. მაგალითისთვის, გუშინ აქციაზე გამოიტანეს კუბო ქრისტეს გამოსახულებით და დაწვეს. დღეს მომაწოდეს ვიდეო, სადაც კიევში მაიდანზე, ზუსტად ანალოგიური სცენარი გათამაშდა, როგორ წვავენ იქაც კუბოს, ასევე ახალგაზრდები როგორც მიდიან და სპეცრაზმის თანამშრომლებს უვარდებიან, როდესაც ფარებით არიან დაცულ და ა.შ. აბსოლუტურად ანალოგიური სცენარით და ანალოგიური მოქმედებებით ცდილობენ საქართველოში განავითარონ რევოლუციური პროცესები მაიდნის სცენარით და რამენაირად შეძლონ ხელისუფლების ძალადობრივი ცვლილება. რატომ სჭირდებათ, რომ საქართველოში მოხდეს ხელისუფლების ძალადობრივი ცვლილება? ვინაიდან, მათ სჭირდებათ მართული ხელისუფლება საქართველოში, ადამიანები და ისეთი პოლიტიკური ძალები, რომლებიც რაღაცაზე არიან წამსვლელები, იმ რაღაცაზე, რაზეც დღევანდელი ხელისუფლება ხელს არასდროს არ მოაწერს და არასოდეს არ გახდება ვიღაცების გეოპოლიტიკური სათამაშო იარაღი", - აცხადებს გიორგი გაბუნია.