„ეს ხილი კიბოს მკვლელია!“ - არუნ ხათრის რეკომენდაცია
1729792444
„წარმოიდგინეთ, რა დღეში იქნებოდა ჩვენი ქვეყანა და ხალხი იმ ლოგიკით რომ მოვქცეულიყავით, რომლითაც მოქმედებდა წინა ხელისუფლება და რომლისკენაც მოგვიწოდებს დღევანდელი ოპოზიცია“- ამის შესახებ „ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბათუმში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარემ მოსახლეობასთან იმ შანტაჟზე და მუქარაზე ისაუბრა, რომელიც ახლა უკვე ევროპარლამენტის ტრიბუნიდან გაისმა, რაც რუსეთისთვის სანქციების დაწესებას გულისხმობს.
მისივე თქმით, სწორედ ეს დგას 26 ოქტომბერს სასწორზე: შეძლებს თუ არა გარედან მართული ოპოზიცია ქართველ ხალხს მისი ბედის განკარგვის ძალაუფლება ხელიდან გამოგლიჯოს და სხვათა ინტერესების სამსახურში ჩააყენოს?
„რის წინაშე აღმოვჩნდებოდით, ჩვენი ოპონენტების ფეხის ხმას რომ ავყოლოდით, რუსეთისთვის ორმხრივი ეკონომიკური სანქციები და ემბარგო დაგვეწესებინა, საზღვრები დაგვეხურა, საჰაერო და სახმელეთო გადაადგილება ჩაგვეკეტა. ამ დღეებში, ეს მოთხოვნა ახლა უკვე ევროპარლამენტის ტრიბუნიდან გაისმა, როგორც ულტიმატუმი, როგორც შანტაჟი, როგორც მუქარა. თუ ადრე უარყოფდნენ და ჩვენს ფანტაზიას აბრალებდნენ, რომ თითქოს ვინმე ჩვენგან რუსეთისთვის სანქციების დაწესებას მოითხოვდა, ამ რეზოლუციამ საჯარო გახადა ის წნეხი, რომლის ქვეშაც ჩვენი ხელისუფლება მთელი ეს პერიოდი იყო. და რა იქნებოდა ეს თუ არა ეკონომიკურ ომში შესვლა და ეკონომიკის ჩამოქცევა, როგორც ეს 90-იანი წლების დასაწყისში მოხდა. უამრავი ოჯახი დარჩებოდა შემოსავლის გარეშე, დრამატულად შემცირდებოდა სახელმწიფოს უნარი, დაეფინანსებინა განათლება, ჯანდაცვა, პენსიები, დროულად გაეცა ხელფასები და შემწეობები. სწორედ ეს დგას 26 ოქტომბერს სასწორზე: შეძლებს თუ არა გარედან მართული ოპოზიცია ქართველ ხალხს მისი ბედის განკარგვის ძალაუფლება ხელიდან გამოგლიჯოს და სხვათა ინტერესების სამსახურში ჩააყენოს? გაჩუმდეს, როცა მას გაჩუმებას მოსთხოვენ და იყვიროს, როცა ააყვირებენ“,-აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.