„ნაპოვნია ოთხი ცხედარი...“ - ბოლო ინფორმაცია ტრაგედიის ადგილიდან
1763919341
წამმზომი ჩართულია - 27 ნოემბერს ამერიკაში მადლიერების დღეს აღნიშნავენ, ამ თარიღისთვის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტს სურს "მე-9 ომის შეჩერება" ოფიციალურად გაიფორმოს, ამისთვის უკრაინას მხოლოდ შვიდი დღე მისცა, 3 უკვე გავიდა. ზუსტად 4 დღე დარჩა ვოლოდიმირ ზელენსკის არჩევანის გასაკეთებლად.
ღირსების ან მთავარი პარტნიორის დაკარგვა, ქვეყნის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე რთული მომენტი - ასეთია ვოლოდიმირ ზელენსკის პოზიცია ომის დაწყებიდან თითქმის 4 წლის შემდეგ. მედიაში ვრცელდება 28 პუნქტი, რომელმაც რუსეთ-უკრაინის ომი უნდა დაასრულოს და აღმოსავლეთ ევროპაში მშვიდობა მოიტანოს. უკრაინა იღებს იმაზე ცუდ შედეგს, ვიდრე 2022 წელს, როდესაც ზელენსკიმ უარი თქვა სტამბოლის შეთანხმებაზე და ომის გაგრძელება არჩია.
"არა ნატოს, არა ტერიტორიულ მთლიანობას" - ამ სცენარის მიხედვით უკრაინას ბევრი "არას" თქმა და დიდ დათმობებზე წასვლა მოუწევს. დოკუმენტი ითვალისწინებს რუსეთისთვის ფართო საერთაშორისო რეინტეგრაციას - ეკონომიკური სანქციების მოხსნით, გლობალურ პლატფორმებზე დაბრუნებითა და უსაფრთხოების საკითხებზე პირდაპირი დიალოგის აღდგენით.
რა წერია სამშვიდობო დოკუმენტში, რომლის ავტორი შეერთებული შტატებია და რომლის ავტორობაც დღეს ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ხაზგასმით დაადასტურა - უკრაინისთვის განსაკუთრებით მძიმეა ჩანაწერი ტერიტორიებთან დაკავშირებით, საუბარია 21-ე პუნქტზე - ყირიმის, დონეცკისა და ლუჰანსკის დე ფაქტო რუსეთის ტერიტორიად აღიარებას.
რუსეთს ამ დროისთვის უკრაინის ტერიტორიის თითქმის მეხუთედი, დაახლოებით 19% აქვს ოკუპირებული. ეს არის 114 500 კვადრატული კილომეტრი, სადაც შედის ყირიმი, დონეცკი, ლუჰანსკი და ტერიტორიები უკრაინის სამხრეთსა და აღმოსავლეთში. დონბასი თითქმის სრულად აღებულია ანუ ლუჰანსკის ოლქი მთლიანად და დონეცკის 3/4, რაც შეეხება ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებს, დაახლოებით 41 000 კვადრატული კილომეტრი ამ რეგიონების, რუსეთმა ბოლო 4 წელიწადში დაიკავა.
გვახსოვს არაერთი მოლაპარაკება რუსეთსა და უკრაინას შორის, მათ შორის, ერთ-ერთი პირველი იყო შეხვედრა სტამბოლში, რომელიც რეალურად ჩაიშალა და ის პირობები, რაც მაშინ დასახელდა, ზელენსკისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. ამ შეხვედრიდან 3 წლის შემდეგ კი ზელენსკი ამბობს, რომ ახლა ქვეყნის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე რთული მომენტია.