პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„კლასიკური გაგებით ის არის ოლიგარქი, წაგებული ომის მინისტრი“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა ირაკლი ზარქუამ დავით კეზერაშვილზე საუბრისას განაცხადა.
ირაკლი ზარქუა დავით კეზერაშვილს მადლობასაც კი უხდის რადგან, აღიარა ის, რომ საკუთარი ფინანსებით პოლიტიკაში ერევა.
ზარქუას თქმით, ქურდბაცაცებს უნდა აეკრძალოთ საქართველოს პოლიტიკაში მონაწილეობა.
„ეს ადამიანი, რომელიც არის სახელმწიფო ქონების ქურდი, იყო წაგებული ომის მინისტრი, რომელმაც ჯარისკაცებს ფული მოჰპარა. ამით ახლა აფინანსებს იმ ოპოზიციას, რომელიც რევოლუციური სცენარებით იმუქრება და აფინანსებს ოპოზიციურ ტელევიზიას.
კლასიკური გაგებით ეს არის ოლიგარქი. აღიარა და მადლობა მას ამ ლუსტრაციისთვის. დაფინანსებულები, რომლებიც უკვე ერთმანეთში კამათობენ, ვის უფრო მეტი ჩაურიცხა, ახლა რას იტყვიან?!
მგონია, უნდა მივიღოთ კანონი ოლიგარქიის შესახებ, რომელიც არის უკრაინული მოდელი, პირდაპირ უნდა ითარგმნოს და მიიღოს საქართველომ. ამით ქურდბაცაცებს უნდა აეკრძალოთ საქართველოს პოლიტიკაში მონაწილეობა“, - აცხადებს მმართველი გუნდის წევრი.