2025 წლის 2 ყველაზე რთული თვე, როდესაც შესაძლოა, სხვადასხვა დაბრკოლება და უსიამოვნებები შეგვხვდეს
1737564042
ტრამპს აქვს იგივე ღირებულებები, რაც აქვს ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ქრისტიანულ ღირებულებებს, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ.
„ეს ღირებულებები ძალიან მნიშვნელოვანია ევროპისთვის. იცით, რომ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში იცვლება პოლიტიკური სურათი და ამ ყალბი ლიბერალიზმის ე.წ. „ლიბერალური ფაშიზმის“ ღირებულებები ნელ-ნელა უკანა პლანზე გადაიწევს“, - აღნიშნა ვლადიმერ ბოჟაძემ.
ოპოზიციის ნაწილს მეორე დღეა პასუხი არ აქვს კითხვაზე - რამდენი სქესი არსებობს. ნაწილმა კი, რომელიც თემას გამოგონილს უწოდებდა, დონალდ ტრამპის გზავნილის შემდეგ, რომ არსებობს მხოლოდ ორი სქესი - ქალი და კაცი, ტონი შეარბილა.