1745440671
ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რაღაც მომენტში მოიხსნება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რაღაც მომენტში შეიძლება მოიხსნას, თუმცა ეს ჯერ არ მომხდარა.
„არა, ჩვენ არავისთვის სანქციები არ მოგვიხსნია. მე ვფიქრობ, რომ ეს რაღაც მომენტში მოხდება“, - განუცხადა მან ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებს, როდესაც ჰკითხეს ვაშინგტონის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნის პერსპექტივებზე.