რომში, აეროპორტში საქართველოს მოქალაქემ ხანძარი გააჩინა - შეჩერებულია ფრენები
1738757834
პენსილვანიის შტატის პოლიციაში განაცხადეს, რომ დონალდ ტრამპის მხარდამჭერ მიტინგზე სროლის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ორი - მძიმედ დაჭრილია.
პენსილვანიაში, სადაც დონალდ ტრამპი მხარდამჭერებთან შეხვედრას მართავდა და მათ სიტყვით მიმართავდა, სროლა იყო.
დონალდ ტრამპის თქმით, ტყვიამ მას მარჯვენა ყურის ზედა ნაწილი გაუხვრიტა.
აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) აცხადებს, რომ ტრამპის მხარდამჭერ მიტინგზე სროლის მოტივი ამჟამად გამოვლენილი არ არის.
„და როგორც კი ჩვენ ასი პროცენტით დავრწმუნდებით ვინ არის ეს პიროვნება [მსროლელი], ამას მედიას გავუზიარებთ. ამასთან, ჩვენ ამჟამად არ გვაქვს იდენტიფიცირებული მოტივი, ჩვენი გამომძიებლები დაუღალავად მუშაობენ, რათა დაადგინონ რა არის ეს მოტივი“, - განაცხადეს აშშ-ის გამოძიების ფედერალურ ბიუროში.
„ქართულ ოცნებას“ რამდენიმე დეპუტატი გამოეყო
1738754645