წარმოუდგენელია, რომ ასეთი რამ შეიძლება მოხდეს ჩვენს ქვეყანაში - მსროლელის შესახებ, რომელიც გარდაიცვალა, ამ დროისთვის არაფერია ცნობილი - ტრამპი

ტრამპი

 აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, რომელიც მხარდამჭერებთან შეხვედრაზე მომხდარი სროლის შედეგად დაიჭრა, განცხადებას ავრცელებს.

„მინდა მადლობა გადავუხადო შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურს და სამართალდამცველებს მათი სწრაფი რეაგირებისთვის სროლაზე, რომელიც ახლახან მოხდა ბატლერში. რაც მთავარია, მინდა მივუსამძიმრო აქციაზე დაღუპული ადამიანის ოჯახს. წარმოუდგენელია, რომ ასეთი რამ შეიძლება მოხდეს ჩვენს ქვეყანაში. მსროლელის შესახებ, რომელიც გარდაიცვალა, ამ დროისთვის არაფერია ცნობილი. მესროლა ტყვია, რომელმაც მარჯვენა ყურის ზედა ნაწილი გამიხვრიტა“, - წერს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი.

პენსილვანიაში, სადაც დონალდ ტრამპი მხარდამჭერებთან შეხვედრას მართავდა და მათ სიტყვით მიმართავდა, სროლა იყო. მედიის ინფორმაციით, ტრამპი სახის არეში დაიჭრა.