ვატიკანში დრო გაჩერდა - უკვე 23-ე დღეა, ექიმები რომის პაპის სიცოცხლის გადარჩენას ცდილობენ
1741545296
კალინ ჯორჯესკუ რუმინეთის ხელახალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს. გადაწყვეტილება რუმინეთის ცენტრალურმა საარჩევნო ბიურომ მიიღო. უწყებაში აცხადებენ, რომ მიზეზს მოგვიანებით განმარტავენ.
ჯორჯესკუმ, არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, საკუთარი კანდიდატურა რამდენიმე დღის წინ წარადგინა. "ერთად ვუჭერთ მხარს ტრამპი-ვენსის ადმინისტრაციას ჩვენი საერთო ღირებულებებისთვის, კერძოდ, მშვიდობის, დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის", – განაცხადა ჯორჯესკუმ.
ცნობისთვის, რუმინეთში, კალინ ჯორჯესკუს წინააღმდეგ, გამოძიება ექვსი სხვადასხვა ბრალდებით მიმდინარეობს. მათ შორისაა ფაშისტური ორგანიზაციის წევრობა და საარჩევნო დაფინანსების შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელება. ჯორჯესკუ ბრალდებებს უარყოფს.
რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნები გასული წლის ნოემბერში ჩატარდა. 22%-ით, დამოუკიდებელმა მემარჯვენე კანდიდატმა, კალინ ჯორჯესკუმ გაიმარჯვა. მოგვიანებით, არჩევნებში რუსეთის შესაძლო გავლენის შიშის გამო, ეს შედეგები გააუქმეს.
რუმინეთში განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნები 4 მაისსაა ჩანიშნული