ტრამპი თავდაცვის ბიუჯეტს რეკორდულ 1 ტრილიონ დოლარამდე ზრდის

დონალდ ტრამპი

 აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ქვეყნის თავდაცვის ბიუჯეტის რეკორდულ 1 ტრილიონ დოლარამდე გაიზრდება.

„ჩვენ დავამტკიცეთ ბიუჯეტი, რომლის მოცულობაც 1 ტრილიონი დოლარია. მანამდე ასეთი რამ არავის უნახავს“, - თქვა ტრამპმა.

მისი თქმით, აშშ ყურადღებით ეპყრობა ხარჯებს, მაგრამ შეიარაღებული ძალები არის ის, რისი აშენებაც საჭიროა.

ტრამპის ამ განცხადებას აშშ-ის თავდაცვის მდივანი, პიტ ჰეგსეტი გამოეხმაურა და მადლობა გადაუხადა. „პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩვენ შეიარაღებულ ძალებს აღადგენს - და სწრაფად“, - დაწერა ჰეგსეტმა სოციალურ ქსელ X-ში.

ცნობისთვის, დღეის მდგომარეობით აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტი 850 მილიარდი დოლარია.