ტრაგიკომედიაა, ხაზარაძე რომ ბიძინა ივანიშვილს ედრება - ანრი ოხანაშვილი

ქართული ოცნება

„ტრაგიკომედიაა, ხაზარაძე რომ ბიძინა ივანიშვილს ედრება“,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატი ანრი ოხანაშვილის  სოციალურ ქსელს პოსტს აქვეყნებს.

მისი თქმით, ხაზარაძემ ჯერ ბანკის მეშვეობით ხალხის ხარჯზე, მათ შორის, უკანონოდ დააგროვა ფინანსური აქტივები და ბოლოს იმდენი მოახერხა, რომ იმავე ბანკის გამოყენებით და მისი ინტერესების დაზიანებით ჩაიდინა თაღლითობა.


„ბიძინა ივანიშვილმა კი თავისი საქმიანობა საქართველოში უანგარო და დიდი ქველმოქმედებით დაიწყო 1995 წლიდან.


ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ბიძინა ივანიშვილმა იმ სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი საქმეებით დაიმკვიდრა ადგილი, რაც დარჩება ჩვენს მომავალ თაობებს.

სწორედ მან შეძლო უპრეცედენტო 3 მილიარდი დოლარის ქველმოქმედების განხორციელება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი საზოგადოებისა და ქვეყნის ინტერესებისთვის!“, - წერს ოხანაშვილი სოციალურ ქსელში.