თქვენ რომ ვინმეს „მოღალატეს და აგენტს“ დაუძახებთ, მთელი თქვენი ცხოვრება აგენტურით და აგენტურული საქმიანობით იყავით დაკავებული - ეს არის სირცხვილი - ირაკლი კირცხალია თეონა აქუბარდიას

ირაკლი კირცხალია

„თქვენ რომ ვინმეს მოღალატეს და აგენტს დაუძახებთ, მთელი თქვენი ცხოვრება აგენტურით და აგენტურული საქმიანობით იყავით დაკავებული - ეს არის სირცხვილი.  აქ რომ  26 ოქტომბერზე აპელირებთ, სწორედ, 26 ოქტომბერს თქვენნაირ „კოლექტიურ აგენტებს“  გამოუტანს საზოგადოება საბოლოო დასკვნას“, - მიმართა  ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი კირცხალიამ ოპოზიციონერ დეპუტატს, თეონა აქუბარდიას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც “საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავდნენ.

ირაკლი კირცხალიას თქმით, ეკონომიკა და ფინანსები რომ დეპუტატ თეონა აქუბარდიას ძლიერი მხარე არ არის, ეს ისედაც იცოდა საზოგადოებამ.

„ეკონომიკა და ფინანსები რომ თქვენი ძლიერი მხარე არ არის, ეს ისედაც ვიცოდით და დღეს კიდევ კარგად დავრწმუნდით. უშიშროების საკითხები როგორ იყო თქვენი ინტერესი და როგორ საქმიანობდით ამ სფეროში -  ეს არის დიდი უბედურება და სირცხვილი“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.