ბექა ჯაიანმა დუმილი დაარღვია - კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული პირველ კომენტარს აკეთებს
1734948740
გასკდა გულზე, სალომე ზურაბიშვილი, ეს რა ბანერი დაუმზადებია "ქართულ ოცნებას, " ეს რა უბედურებას გვთავაზობს აირჩიეთ ომი თუ მშვიდობაო?! სალომე ბოროტი ან ბოღმიანი (ვფიქრობ, ჩვენ ისტორიაში ასეთი სახელით უნდა შევიდეს!) ძალიან გაბრაზებულია, მშვიდობაც და სამების საკათედრო ტაძარიც ხომ "კგბ" ნარატივიაო, ასე როგორ შეიძლება, ეს ხომ არა ევროპულია, ეს ხომ სამარცხვინოაო..., - ასე ეხმიანება „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი სალომე ზურაბიშვილის ფეისბუქ-პოსტს „ქართული ოცნების“ ბანერებთან დაკავშირებით.
ნიკოლეიშვილი პრეზიდენტს მიმართავს და აღნიშნავს, რომ მის მზაკვრულ გეგმას აღსრულება არ უწერია და საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ მინიმუმ საქართველოდან გაძევება ემუქრება.
„გასკდა გულზე, სალომე ზურაბიშვილი, ეს რა ბანერი დაუმზადებია "ქართულ ოცნებას, " ეს რა უბედურებას გვთავაზობს აირჩიეთ ომი თუ მშვიდობაო?! სალომე ბოროტი ან ბოღმიანი (ვფიქრობ, ჩვენ ისტორიაში ასეთი სახელით უნდა შევიდეს!) ძალიან გაბრაზებულია, მშვიდობაც და სამების საკათედრო ტაძარიც ხომ "კგბ" ნარატივიაო, ასე როგორ შეიძლება, ეს ხომ არა ევროპულია, ეს ხომ სამარცხვინოაო...
Excusez-moi Madame, თქვენ როგორც "მართმადიანი" და როგორც ამ ქვეყნის არა შვილი ირჩევთ ომს, მაგრამ არ გამოვა, ასევე არ გამოვა და აღსრულება არ უწერია თქვენს არც ერთ მზაკვრულ გეგმას, თქვენ საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ კი მინიმუმ აქედან გაძევება გემუქრებათ, ილოცეთ, თუ რაიმე სახის ლოცვა იცით, რომ თქვენი აგენტურული საქმიანობა საქართველოში მხოლოდ ამით დასრულდეს“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.
ცნობისთვის, "ქართული ოცნების" ბანერები პოლიტიკური ურთიერთბრალდებების თემაა, რომლებიც ქალაქის ქუჩებში დღეს გამოჩნდა. ბანერებზე დატანილია წარწერები "არა ომს, აირჩიე მშვიდობა" და გამოსახულია უკრაინაში ომის შედეგად დანგრეული და განადგურებული ადგილობრივი ეკლესიები, შენობები, ქუჩები და ინფრასტრუქტურული ობიექტები.