შალვა პაპუაშვილი: არჩევნებამდე დარჩენილია სულ რამდენიმე დღე და ვხედავთ, რომ ერთი პარტიის ლიდერი გერმანიაშია, მეორე პარტიის ლიდერი ბრიუსელშია, მესამე-მეოთხე ამერიკაში

შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი არჩევნებამდე ორი კვირით ადრე ოპოზიციის ლიდერების უცხოეთში ვიზიტებს გამოეხმაურა. მან აღნიშნა, რომ ოპოზიციის ლიდერები უცხოეთში მფარველებსა და დავალებების მიმცემებს ესაუბრებიან.

„არჩევნებამდე დარჩენილია სულ რამდენიმე დღე და ვხედავთ, რომ ერთი პარტიის ლიდერი გერმანიაშია, მეორე პარტიის ლიდერი ბრიუსელშია, მესამე-მეოთხე ამერიკაში, ვაშინგტონში არიან. ვხედავთ, ვის ხედავენ ისინი როგორც ჯგუფებს, ვისაც უნდა ესაუბრონ - არა ქართველ ხალხს, არამედ თავის უცხოელ მფარველებს და დავალებების მიმცემებს. ასე რომ ეს მათი მგზავრობაც ამ მხრივ უნდა აღვიქვათ”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.