თორნიკე ჭეიშვილი: საქმე გვაქვს ძალიან დიდ სიბრიყვესთან, რადგან ლორა თორნტონს და მის ორგანიზაციას, ამ ტიპის განცხადებებით სააშკარაოზე გამოაქვთ ის გეგმები და მიზნები, რაც მათ შეიძლება საქართველოსთან დაკავშირებით ამოძრავებდეთ

თორნიკე ჭეიშვილი

 ნებისმიერი ასეთი განცხადება თავისთავად არის დასაგმობი, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თორნიკე ჭეიშვილი ლორა თორნტონის განცხადებას, სადაც ის საქართველოში პროტესტის მუხტის გაძლიერებაზე საუბრობს.

„თუმცა, აქ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საქმე გვაქვს ძალიან დიდ სიბრიყვესთან, რადგან ამ ქალბატონს და მის ორგანიზაციას, რომელსაც თავად წარმოადგენს, ასეთი ტიპის განცხადებებით სააშკარაოზე გამოაქვთ ის გეგმები და მიზნები, რომელიც მათ შეიძლება საქართველოსთან დაკავშირებით ამოძრავებდეთ. ეს არის პრაქტიკულად თვითლუსტრაცია“, - აღნიშნა ჭეიშვილმა.

მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების უფროსის, ლორა თორნტონის აზრით, მომიტინგეებმა საქართველოში პროტესტი სამოქალაქო დაუმორჩილებლობასა და გაფიცვაში უნდა გადაიყვანონ. მისივე თქმით, საქართველოში ეკონომიკური კრიზისის შექმნაა საჭირო, რათა მომიტინგეებმა ხელისუფლება დაამარცხონ.