ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე სასამართლომ განაჩენი გამოაცხადა
1763553219
სამწუხაროდ, ბრიუსელს, ევრობიუროკრატიას, არ აინტერესებს რეალურად დემოკრატიული პროცესი, არჩევნები, ხალხის ნების განხორციელება, - განაცხადა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თორნიკე ჭეიშვილმა.
ჭეიშვილი გამოეხმაურა ანდრიუს კუბილიუსის განცხადებას.
„თუ საქართველოში მათთვის [ევრობიუროკრატებისთვის] სასურველი ხელისუფლება არ მოვა, თუნდაც ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, ფაქტობრივად ეს არის წითელი ხაზი ევროკავშირთან შესაბამისი მოლაპარაკებების განახლების კონტექსტში. სამწუხაროდ, ბრიუსელს, ევრობიუროკრატიას, არ აინტერესებს რეალურად დემოკრატიული პროცესი, არჩევნები, ხალხის ნების განხორციელება და ხალხის ნების განმახორციელებელი ხელისუფლების ყოფნა, არამედ უნდა, რომ ჰყავდეს თავისი მარიონეტები, რომელთაც შესაბამის დავალებებს მისცემენ, რაც უაპელაციოდ უნდა შესრულდეს“, - აღნიშნა ჭეიშვილმა.
ევროკომისარი თავდაცვის საკითხებში, ანდრიუს კუბილიუსი აცხადებს, რომ საქართველოს შეუძლია დაუბრუნდეს გაფართოების პროცესს, თუ საქართველოში ცვლილებები მოხდება.