ტემპერატურის კლება, წვიმა და თოვლი - როგორი ამინდი იქნება საქართველოში ნოემბრის ბოლომდე
1794855802
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თორნიკე ჭეიშვილმა, ნავთლუღის სპეცოპერაციის, დავით ცინდელიანისა და პაატა ქარდავას საქმეები საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე გაიხსენა და ამ საქმეებში მსჯავრდებული „ნაცმოძრაობის“ მაღალჩინოსნების ჩამონათვალი მოსამართლეებს გააცნო.
როგორც მან აღნიშნა, რომან შამათავას, რომლის გამამტყუნებელ განაჩენებში არის ღია ზღვაში გარდაცვლილი პირების გადაგდების ეპიზოდები, მიხეილ სააკაშვილმა 2021 წელს „საქართველოს ეროვნული გმირი“ უწოდა.
მან ასევე მიმართა დარბაზში მყოფ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს, ამგავრი მასშტაბის დარღვევების ფონზე, იყო თუ არა ღირსების აბსოლუტური უფლების ხელყოფა, სიცოცხლის უფლების ხელყოფა, პირადი ცხოვრების უფლების ხელყოფა და სხვა ძირითად უფლებათა დარღვევა სისტემური და სისტემატური ხასიათის მატარებელი.
„ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე, 2014-2016 წლებში, დათა ახალაია, ლევან ქარდავა, გიორგი მაზმიშვილი, გიორგი დგებუაძე, ბაჩო ახალაია და მეგის ქარდავა დამნაშავეებად იქნენ ცნობილი.
დავით ცინდელიანისა და პაატა ქარდავას საქმეზე, უკანონო თავისუფლების აღკვეთისა და განზრახ მკვლელობის ფაქტზე 2016 წელს რომან შამათავა დამნაშავედ იქნა ცნობილი.
რომან შამათავა გახლდათ კუდ-ის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს უფროსი და სხვათა შორის, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ 2021 წლის 19 ოქტომბერს პატიმარმა სააკაშვილმა პატიმარ შამათავას „ძმური სიყვარულით“ მოსთხოვა შიმშილობის შეწყვეტა და მას „საქართველოს ეროვნული გმირი“ უწოდა. შეგახსენებთ, რომ გამამტყუნებელ განაჩენებში არის ეპიზოდები, როდესაც აღნიშნული პირის მონაწილეობით ხდებოდა ზღვაში შესაბამის კატარღაზე პირთა მკვლელობები და შემდგომ, მათი სხეულის გადაყრა ღია ზღვაში, რაოდენ მძიმედაც არ უნდა ჟღერდეს ეს ყველაფერი. მსგავს საქმეთა ჩამონათვალი, რა თქმა უნდა, არის ძალიან ვრცელი. კიდევ ერთხელ: მაშინ, როდესაც ამ მასშტაბის დარღვევებს ჰქონდა ადგილი, იყო თუ არა ადამიანის უფლებათა დარღვევა, მათ შორის - ღირსების აბსოლუტური უფლების ხელყოფა, სიცოცხლის უფლების ხელყოფა, პირადი ცხოვრების უფლების ხელყოფა და სხვა ძირითად უფლებათა დარღვევა სისტემური და სისტემატური ხასიათის მატარებელი? - ეს კითხვა შეეხება ოთხივე სუბიექტს,“ - განაცხადა ჭეიშვილმა.