ტემპერატურის კლება, წვიმა და თოვლი - როგორი ამინდი იქნება საქართველოში ნოემბრის ბოლომდე
1794855802
დანიის პარლამენტმა 109 ხმით ერთხმად დაამტკიცა შეთანხმება გრენლანდიასა და შეერთებულ შტატებთან, რომელიც არქტიკასა და ჩრდილოეთ ატლანტიკაში უსაფრთხოების გაძლიერებას ისახავს მიზნად. კენჭისყრას წინ უძღოდა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხრიდან მრავალთვიანი ზეწოლა, რომელსაც დანიის ნახევრად ავტონომიურ ტერიტორიაზე, გრენლანდიაზე კონტროლის მოპოვება სურდა.
დონალდ ტრამპსა და დანიისა და გრენლანდიის ლიდერებს შორის გაფორმებული სამმხრივი შეთანხმება გზას უხსნის გრენლანდიაში აშშ-ის დამატებითი სამხედრო ბაზების განთავსებას და განმუხტავს დაძაბულობას, რომელიც ტრამპის მიერ კუნძულის აშშ-ის შემადგენლობაში მოქცევის შესახებ გაკეთებულ არაერთ მოწოდებას მოჰყვა. ფოლკეტინგის გადაწყვეტილება შეთანხმების ძალაში შესვლისთვის საბოლოო ნაბიჯი იყო.
მანამდე, მიმდინარე თვის დასაწყისში დოკუმენტი გრენლანდიის პარლამენტმაც წინააღმდეგობის გარეშე დაამტკიცა. შეთანხმების მიზანი გრენლანდიაზე აშშ-ის სამხედრო წარმომადგენლობის გაზრდაა იმ პირობით, რომ თვითმმართველი კუნძული დანიის კონტროლის ქვეშ დარჩება.
დოკუმენტის პირობები ძალაში დარჩება იმ შემთხვევაშიც, თუ გრენლანდია მომავალში დამოუკიდებლობის მოპოვებას გადაწყვეტს.