4 ნიშანი, რომ ადამიანს „დედის ტრავმა“ აქვს - ფსიქოლოგების დასკვნა
1738776200
საკითხი ძალიან მარტივად დგას ჩვენ რომ ჩავხედოთ შესაბამის სამართლებრივ ჩანაწერებს, საკანონმდებლო რეგულაციებს, პირველივე საფუძვლად პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტისა, არის გამოტანილი პირადი განცხადება, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა 49 ოპოზიციონერი დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხთან დაკავშირებით საუბრისას გადაცემაში „დღის ქრონიკა“.
„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ეს განცხადებები დაიწერა ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში, რა თქმა უნდა რადიკალური ოპოზიციის შესაბამისი ნაწილი ცდილობდა, რომ გაემეორებინა 2020 წელს განხორციელებული შანტაჟი და საბოტაჟი და ერთგვარი სპეკულაციის თემად ყოფილიყო ქცეული ამ მანდატების საკითხი. კერძოდ, მოახდენდა თუ არა პარლამენტი ამ განცხადებების დაკმაყოფილებას.
საქართველოს პარლამენტმა იმოქმედა იმ სტანდარტით, რომელიც არის შემოთავაზებული საქართველოს კონსტიტუციით და საქართველოს კანონმდებლობით. მოხდა უფლებამოსილებათა შეწყვეტა, რითაც მოისპო ყველანაირი საფუძველი, რომ სამომავლოდ ეს საკითხი გამხდარიყო პოლიტიკური შანტაჟის საგანი.
ამ პირებს, რომელთა უფლებამოსილების შეწყვეტაც დღეს მოხდა, საკმარისი დრო ჰქონდათ განცხადების დაწერიდან დღემდე, თუკი იქნებოდა ნება, თუმცა ეს მათ პირად გადაწყვეტილებაზე ალბათ არ იყო დამოკიდებული და საჭიროებდა შეთანხმებას ერთგვარ კურატორებთან, რომელიც შეიძლება ჰყავდეთ საზღვარგარეთ. საბოლოო ჯამში გარკვეული ცვლილებები შეიძლებოდა მომხდარიყო ამ განცხადებებთან მიმართებით, მაგრამ როგორც ვხედავთ მათმა კურატორებმა არ დართეს იმის ნება, რომ საპარლამენტო საქმიანობაში ჩართულიყვნენ.
მიუხედავად იმისა, რომ მე-10 მოწვევის პარლამენტში საბოლოოდ რადიკალურმა ოპოზიციამ მიიღო გადაწყვეტილება შემოსვლის შესახებ. საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს ის ცარიელი სავარძლები ოპოზიციის ფლანგზე, რომელიც ერთგვარ ლაიტმოტივად გაჰყვებოდა საპარლამენტო ცხოვრებას. ყოველთვის ძალიან მიკვირდა, რომ ყველა საჭირბოროტო საკითხზე ეს ოპოზიციური ფლანგი ტრადიციულად იყო ცარიელი რამდენიმე გამონაკლისის გარდა.
ამ ადამიანებს არც მაშინ და არც ახლა რეალურად სამუშაო პროცესში მონაწილეობის მიღება არ სურდათ. მხოლოდ და მხოლოდ ამ პოლიტიკური სპეკულაციებისთვის, საბოტაჟისთვის შეიძლებოდა გამოეყენებინათ ეს მანდატების საკითხი. ახლა კეთილი ინებონ და მათ შორის საკუთარ ამომრჩეველსაც აუხსნან ის მოტივები, რომლის გამოც ისინი დარჩნენ პარლამენტის გარეთ. ამ გადაწყვეტილებებით ამათ პრაქტიკულად საკუთარი ამომრჩევლის ნების ბოიკოტირება მოახდინეს, რაც მე ვფიქრობ, რომ ნებისმიერი პოლიტიკური პარტიისთვის არის უმძიმესი პოლიტიკური განაჩენი“, - აღნიშნა თორნიკე ჭეიშვილმა.