1692302192
თორნიკე ჭეიშვილი: გასარკვევია, საფრანგეთის ახლად დანიშნულ ელჩს რა მიზნები ამოძრავებდა, როცა კონსპირაციულ შეხვედრას აწყობდა შესაბამის ძალებთან
გასარკვევია, საფრანგეთის ახლად დანიშნულ ელჩს რა მიზნები ამოძრავებდა, როცა ვიწრო წრეში კონსპირაციულ შეხვედრას აწყობდა შესაბამის ძალებთან, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა.
მისი თქმით, წარსული გამოცდილების გათვალისწინებით, სამწუხაროდ, ზოგიერთმა ელჩმა თავისი ფუნქცია დაივიწყა და საკუთარ მანდატს გასცდა.
„ჩნდება კითხვის ნიშნები იმასთან მიმართებით, თუ რა იყო შეხვედრის ძირითადი მიზანი და რატომ არ მოხდა შესაბამის შეხვედრასთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება. ეს უკვე თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ განხილულ საკითხთა შორის შეიძლება იყო ისეთი თემები, რომელზედაც არ სურთ პასუხის გაცემა საზოგადოებისთვის და ამას სჭირდება სათანადო ყურადღება. თუ გავითვალისწინებთ წარსულ გამოცდილებას, შეიძლება ითქვას, რომ სამწუხაროდ, ზოგიერთმა ელჩმა აბსოლუტურად დაივიწყა ის ძირითადი ფუნქცია და მანდატი, რომლითაც მათ მასპინძელ ქვეყანაში უნდა განახორციელონ საქმიანობა. ამ შემთხვევაშიც გასარკვევია საფრანგეთის ახლად დანიშნულ ელჩს რა მიზნები ამოძრავებდა, როცა ვიწრო წრეში კონსპირაციულ შეხვედრას აწყობდა შესაბამის ძალებთან“, - განაცხადა ჭეიშვილმა.
„კურიერის“ ინფორმაციით, საფრანგეთის ახალი ელჩი ოლივიე კურტო, 15-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს ფარულად შეხვდა.











