ადგილები საქართველოში, სადაც თოვლის გამო მოძრაობა შეიზღუდა
1760345617
ვფიქრობ, რომ ამის ანალიზი უნდა დავიწყოთ არა 4 ოქტომბრის შემდგომ განვითარებული მოვლენებიდან და მათი დუმილიდან გამომდინარე, არამედ 4 ოქტომბრამდე შესაბამისი პასუხისმგებელი პირების მიერ გაკეთებული განცხადებების გათვალისწინებით, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა 4 ოქტომბრის აქციაზე განვითარებული მოვლენების შესახებ ბრიუსელის დუმილზე საუბრისას.
„ბოლო პერიოდშიც არაერთხელ აღინიშნა, როდესაც ევროკომისიის პრესსპიკერი ქალბატონი ჰიპერი გამოდიოდა დაანონსებული სახელმწიფო გადატრიალების შეკრებასთან, აქციასთან მიმართებით და ამბობდა, რომ ის ფაქტობრივად მხარს უჭერდა ამ ძალადობრივ აქციას. ყველამ ძალიან კარგად იხილა რეალურად რომელი „ევროპული ღირებულებების“ დასაცავად იყო რამდენიმე ასეული თუ რამდენიმე ათასი ძალადობრივი აქციის მონაწილე და რა დაატრიალეს თბილისის ქუჩებში. ევრო ბიუროკრატიის მხრიდან არ გვინახავს გულწრფელი პოზიცია და ბოდიში იმასთან მიმართებით, რომ ფაქტობრივად წახალისებას ახდენდნენ.
ვიდრე დუმილის რეჟიმი იქნება შენარჩუნებული, ჩვენ შეგვიძლია დავიტოვოთ იმის უფლება, რომ ეს დუმილი მივიჩნიოთ საქართველოში ექსტრემისტული ძალების ერთგვარ მხარდაჭერად. მათგან ახლა ძალიან მარტივია, რომ ერთი მკაფიო განცხადება გაკეთდეს, რომლითაც ისინი გაემიჯნებოდნენ და დაგმობდნენ ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლების დამხობის მცდელობას, ყველას ეტყოდნენ, რომ ასეთი გზებით და ასეთი პროცესების ფონზე არ შეიძლება სახელმწიფოში ვინმეს ჰქონდეს პრეტენზია პოლიტიკოსობასა თუ საზოგადოებრივ აქტორობაზე“, - აღნიშნა თორნიკე ჭეიშვილმა.