ტომაშ ფროელიხი: ევროპელმა ხალხმა უნდა იცოდეს რა ხდება საქართველოს ქუჩებში. რადგან პროტესტს აღწერენ, როგორც მშვიდობიანს, თუმცა ადგილი აქვს ძალადობას პოლიციის წინააღმდეგ და სამთავრობო შენობების დაზიანებას

ტომაშ ფროელიხი

ევროპელმა ხალხმა უნდა იცოდეს რა ხდება საქართველოს ქუჩებში. რადგან პროტესტს აღწერენ, როგორც მშვიდობიანს, თუმცა ადგილი აქვს ძალადობას პოლიციის წინააღმდეგ და სამთავრობო შენობების დაზიანებას. ხალხმა ეს არ იცის და ვფიქრობ ის ნარატივი, რომ ყველაფერი კარგადაა და ეს არის ორგანული პროტესტი, წარმოადგენს ევროპის ელიტის მცდარ ნარატივს, - განუცხადა ევროპარლამენტარმა, პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ [AfD] წევრმა ტომაშ ფროელიხმა „ქრონიკას“ ევროპარლამენტში დღეს საქართველოს შესახებ დაგეგმილ დებატებზე საუბრისას.

მისივე თქმით, ეს ყველაფერი არ არის ორგანული, რადგან ამ პროცესებს მხარს უჭერენ უცხოელი აქტორები. „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ყველა ბრალდება ფეიქ ნიუსს ეყრდნობა.

„ჩვენ უნდა შევწყვიტოთ საქართველოს საქმეებში ჩარევა, რადგან ეს ჩვენი საქმე არ არის. მე და ჩემი პარტია სრულად პატივს ვცემთ საქართველოს სუვერენიტეტს. ევროკავშირი კი არ სცემს პატივს, რადგან არ ემხრობა საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ პოლიტიკას. „ქართული ოცნების“ პარტია წარმოადგენს იმ ღირებულებებს, რომლებიც ევროკრატებს სძულთ.

ეს ღირებულებები მოიცავს ტრადიციული ოჯახური ღირებულებებისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვას. ვიმეორებ რომ არ უნდა ვერეოდეთ საქართველოს შიდა საქმეებში. საქართველოს ეროვნული სუვერენიტეტისთვის ყველაზე დიდი საფრთხე და პრობლემა არის უცხო ქვეყნების მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები. ისინი წარსულშიც პრობლემებს იწვევდნენ და დღესაც.

ევროპელმა ხალხმა უნდა იცოდეს რა ხდება საქართველოს ქუჩებში. რადგან პროტესტს აღწერენ, როგორც მშვიდობიანს, თუმცა ადგილი აქვს ძალადობას პოლიციის წინააღმდეგ და სამთავრობო შენობების დაზიანებას. ხალხმა ეს არ იცის და ვფიქრობ ის ნარატივი, რომ ყველაფერი კარგადაა და ეს არის ორგანული პროტესტი, წარმოადგენს ევროპის ელიტის მცდარ ნარატივს.

ეს ყველაფერი არ არის ორგანული, რადგან ამ პროცესებს მხარს უჭერენ უცხოელი აქტორები. „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ყველა ბრალდება ფეიქ ნიუსს ეყრდნობა. საკმარისია დააკვირდეთ საერთაშორისო ანალიტიკური ცენტრების და ორგანიზაციების ანგარიშებს და ნახავთ , რომ საქართველო ბევრ წევრ სახელმწიფოს კანონის უზენაესობის კუთხით წინ უსწრებს. ამას სანდო წყაროები მოწმობს“, - აღნიშნა ფროელიხმა.