ზვიად გაბისონია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სტუდენტებსა და აბიტურიენტებს შეხვდა

გაბისონია

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია კახეთის რეგიონში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სტუდენტებსა და აბიტურიენტებს შეხვდა.

სამინისტროს ინფორმაციით, ზვიად გაბისონიამ დამსწრე საზოგადოებას დეტალურად გააცნო უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის კონცეფციის ძირითადი მიმართულებები და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმ შესაძლებლობებზე, რომლებსაც სახელმწიფო აბიტურიენტებსა და სტუდენტებს სთავაზობს.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მონაწილეებმა მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში გამართულ შეხვედრას პარლამენტის წევრი გურამ მაჭარაშვილი, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე მამუკა ბურდიაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.