თითოეული იუნკრის თავდადება, ვაჟკაცობა ცალკე აღებული გმირობის ამბავია, რომელსაც განსაკუთრებული ადგილი უკავია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში - მიხეილ ყაველაშვილი

მიხეილ ყაველაშვილი

ყოველ წელს, 23 თებერვალი არის ქართველებისთვის დიდი ტკივილის და ამავე დროს, სიამაყის დღე, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა.

მისი თქმით, თითოეული იუნკრის თავდადება, ვაჟკაცობა ცალკე აღებული გმირობის ამბავია, რომელსაც განსაკუთრებული, გამორჩეული ადგილი უკავია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში,

„ზუსტად 104 წლის წინ, 1921 წელს, 23 თებერვალს კოჯორ-ტაბახმელას გზაზე ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ახალგაზრდები, იუნკრები წითელი არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში გმირულად დაეცნენ. დღეს სწორედ ამ გმირ ახალგაზრდებს მივაგებთ პატივს. ყოველ წელს, 23 თებერვალი არის ქართველებისთვის დიდი ტკივილის და ამავე დროს, სიამაყის დღე. თითოეული იუნკრის თავდადება, ვაჟკაცობა ცალკე აღებული გმირობის ამბავია, რომელსაც განსაკუთრებული, გამორჩეული ადგილი უკავია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.

აღფრთოვანებას წარმოადგენს ჩვენი იუნკრების გამოჩენილი სიმამაცე, შეუპოვრობა მრავალრიცხოვან და ბევრად ძლიერ ჯართან ბრძოლაში. დიდება და მარადიული ხსოვნა ჩვენს საამაყო გმირ იუნკრებს“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.