თინა ბოკუჩავა: გახარიაზე ყოველთვის მქონდა ეჭვი, რომ ვერ ჩაჭრა კავშირები ივანიშვილთან, „ლელოსთან“ მიმართებაში არაერთხელ გამომითქვამს იმედგაცრუება, რომ რუსული სპეცოპერაციის ნაწილი გახდა

თინა ბოკუჩავა

რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობის შედეგი რომ ვერაფერი სასიკეთო იქნება ვერც ქვეყნისთვის და ვერც მათი პარტიებისთვის, მგონი იმთავითვე გასაგები უნდა ყოფილიყო „ლელოსთვის“ და გახარიასთვის, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისი თქმით, სამწუხაროა, რომ „ლელო“ გახდა სპეცოპერაციის ნაწილი.

„გახარიაზე ყოველთვის მქონდა ეჭვი, რომ მან ვერ ჩაჭრა თავისი კავშირები ივანიშვილთან და შესაბამისად ამ კავშირებიდან გამომდინარე მოქმედებდა. „ლელოსთან“ მიმართებაში არაერთხელ გამომითქვამს უკიდურესი იმედგაცრუება და წუხილი იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი გახდნენ რუსული სპეცოპერაციის ნაწილი“, – განაცხადა ბოკუჩავამ.