მნიშვნელოვანი ინფორმაცია პენსიის და სოციალური დახმარებების მიმღებთა საყურადღებოდ
1763543117
ყველაზე ძლიერი დაზვერვის მქონე ქვეყანამ კარგად იცის, სხვა ქვეყნის დაზვერვა რას აფინანსებს, რა აგენტურის მეშვებით საქმიანობს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
შარმანაშვილს კითხვა დაუსვეს აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის ტულსი გაბარდის განცხადებაზე, სადაც გაბარდი აღნიშნავს: „დიფ სთეითისა“ და მისი პროპაგანდისტული მედიის მიზანია, უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად დონალდ ტრამპის მცდელობებს ძირი გამოუთხაროს“.
„მის განცხადებას თუ ნახავთ, იქ არა მხოლოდ „დიფ სთეითზეა“ საუბარი, არამედ „დიფ სთეითის“ მიერ მართულ სპეცსამსახურებზე, რომლებიც ქვეყნებს წარმოადგენენ. ოპერაციები, რომლებიც ასეთი საკითხების ჩასაშლელად იგეგმება, მათ შორის საქართველოსთან დაკავშირებით, არის არა ვითომ ეფემერული „დიფ სთეითის“ ნახელავი ან „ენჯეოების“ ხელით რაღაცის გაკეთება, არამედ პირდაპირ სპეცსამსახურებზე საუბრობს ტულსი გაბარდი. ამხელა ქვეყნის სპეცსამსახურის ხელმძღვანელი სხვა ქვეყნის სპეცსამსახურების მოქმედებებზე როცა საუბრობს, რა თქმა უნდა, ჰაერიდან არ აქვს მოტანილი. ყველაზე ძლიერი დაზვერვის ქვეყანამ კარგად იცის, სხვა ქვეყნის დაზვერვა რას აფინანსებს, რა აგენტურის მეშვებით საქმიანობს და ასე შემდეგ. ყველაზე მეტად შემაშფოთებელია ის, რომ ბევრ ქვეყანას „დიფ სთეითის“ ნარატივების გატარება სახელმწიფო დონეზე ჰყავს აყვანილი და ამას აკეთებენ არა მხოლოდ საქართველოს წინააღმდეგ, არამედ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის. შეშფოთებული არიან, რომ ეს მანქანა მომართულია ამერიკის ოფიციალური პოლიტიკის ხელშეშლისთვის. შემაშფოთებელია, რომ ეს ყველაფერი ორგანიზაციების მიერ კი არ კეთდება, არამედ სპეცსამსახურების“, – განაცხადა შარმანაშვილმა.