ხვალიდან, ახალი შეზღუდვა ამოქმედდება - ცნობილია, ვინ დაჯარიმდება დარღვევის შემთხვევაში
1766346324
დონალდ ტრამპმა გრენლანდიის საკითხებში სპეციალური წარმომდგენელი დანიშნა. როგორც თეთრ სახლში განაცხადეს, ამ თანამდებობას ლუიზიანას გუბერნატორი ჯეფ ლენდრი დაიკავებს. მისი ამოცანა იქნება კუნძულის ხელისუფლებასთან პირდაპირი კომუნიკაციის დამყარება.
„ჯეფს ესმის თუ რამდენად მნიშვნელოვანია გრენლანდია ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის, და მტკიცედ წაწევს წინ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, ჩვენი მოკავშირეების, და რა თქმა უნდა, მთელი მსოფლიოს დაცვასა და გადარჩენაში“, – წერს ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, როგორც წესი, თეთრი სახლი სპეცწარმომადგენელს საერთაშორისო კრიზისებისა ან რთული მოლაპარაკებების დროს ნიშნავს ხოლმე. მანამდე საერთაშორისო მედიამ გაავრცელა ცნობები, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ცდილობს, დანიის გვერდის ავლით დაამყაროს კონტაქტები გრენლანდიის ხელისუფლებასთან და ამ მიზნით კუნძულზე ფარულ „ზეგავლენის ოპერაციებს“ ატარებს.
შეგახსენებთ, რომ გერმანია არის დანიის ავტონომიური ოლქი, რომელიც არქტიკაში მდებარეობს. კუნძულის დიდი ნაწილი ყინულითაა დაფარული. გრენლანდიაში სულ 57 ათასი ადამიანი ცხოვრობს. 2025 წლის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების მიხედვით, გრენლანდიის მცხოვრებლების დიდი ნაწილი მხარს უჭერს კუნძულის დანიისგან დამოუკიდებლობას, თუმცა არ სურთ აშშ-ის ნაწილად იქცნენ.
თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ დონალდ ტრამპმა არაერთხელ თქვა, რომ „ეროვნული უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე“ გეგმავს გრენლანდიის აშშ-თან მიერთებას.
დანიის ხელისუფლება კოპენჰაგენისა და გრენლანდიის ურთიერთობებში ნებისმიერ უცხოურ ჩარევას მიუღებელს უწოდებს.