სალომე გოგიაშვილისა და ლიკა შენგელიას კონფლიქტის შემდეგ, შენგელიას ექს მეუღლე მიმართვას ავრცელებს
1759829249
საერთაშორისო საზოგადოებას უნდა გავაცნოთ, როგორ არღვევინებენ ელჩებს ვენის კონვენციას, როგორ არ სთხოვენ პასუხს ამაზე და რა ხდება სინამდვილეში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
როგორც შარმანაშვილმა აღნიშნა, „ელჩების ქმედებები მათივე პატრონებისგან მოდის“.
„ეს ადამიანები საქართველოში „დიფ სთეითის“ საქმიანობის აღმასრულებელი ფუნქციონერები არიან. ისეთი გულუბრყვილოები არ ვართ, რომ ვიფიქროთ, დილით გაიღვიძეს, ოპოზიციის მიმართ პირადი სიმპათიით აღიჭურვნენ და ამ ყველაფერს ამიტომ აკეთებენ. ელჩს ასეთი საქმიანობის უფლებას მისი საქართველოში გამომგზავნელი ქვეყანა არ მისცემს, რადგან როგორც კი ვინმე მსგავსს საქმიანობას ეწევა, მას მიუთითებენ, ასეთი რამ არ გააგრძელოს. როცა წლობითა და თვეობით ერთსა და იმავეს აკეთებენ, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მათი პატრონებისგან მოდის და ეს უკვე ნათელია. ეს ფაქტები როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო საზოგადოებას უნდა გავაცნოთ, ეს ყველაფერი საიდან მოდის, როგორ არღვევინებენ მათ ვენის კონვენციას და როგორ არ სთხოვენ პასუხს ვენის კონვენციის დარღვევაზე. სინამდვილეში რა ხდება, საზოგადოებას უნდა გავაცნოთ“, – განაცხადა შარმანაშვილმა.