როგორი ამინდი იქნება აგვისტოს ბოლოსა და სექტემბრის დასაწყისში - სინოპტიკოსის პროგნოზი
1787264883
თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი ლევან მაჭავარიანის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, აცხადებს, რომ აგენტურულ ოპოზიციას, მათთან აფილირებულ არასამთავრობო სექტორსა და აქტივისტებს საზოგადოებისთვის ბოდიში აქვთ მოსახდელი, როგორც „რუსული კანონის“ კამპანიის, ისე რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ გამართული აქციებისა და საზოგადოებაზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ზეწოლისთვის.
შარმანაშვილის თქმით, 30 წლის განმავლობაში იმდენი რამე ნახეს საქართველოს მოქალაქეებმა, რომ ადვილად მოსატყუებლები არ არიან და ძალიან კარგად აფასებენ ვითარებას.
ამის [ბოდიში] უფლებას, რომც მოინდომონ და შეიკრიბონ პატრონები არ მისცემენ, იმიტომ რომ მათი ბოდიში იმათ ბოდიშს ნიშნავს, ვინც მათ აფინანსებს. ისინი, რა თქმა უნდა, ამას არ გააკეთებენ და შესაბამისად მათი აგენტებიც არ გააკეთებენ.ამ 30 წლის განმავლობაში იმდენი რამე ნახეს ჩვენმა მოქალაქეებმა, ესე ადვილად მოსატყუებელი ხალხი ჩვენი ხალხი არ არის, ძალიან კარგად აფასებს ვითარებას. როდესაც კარგად და გულდასმით ავუხსენით, რასთან გვქონდა საქმე, რა თქმა უნდა, ჩვენ დაგვიჯერეს და დაუჯერეს სიმართლეს, ეს ჩანს არჩევნებიდანაც",- აღნიშნა შარმანაშვილმა.