1743141376
თენგიზ შარმანაშვილი: ქართველი ხალხი რადიკალურ ოპოზიციას 4 ოქტომბერს გააგებინებს, ამ არჩევნებს რა დატვირთვა აქვს, რევოლუციური შტაბის შექმნა სურთ და შემდეგ არ გაუკვირდეთ, არჩევნებს რომ წააგებენ

ქართველი ხალხი რადიკალურ ოპოზიციას 4 ოქტომბერს გააგებინებს, ამ არჩევნებს რა დატვირთვა აქვს. რევოლუციური შტაბის შექმნა სურთ და შემდეგ არ გაუკვირდეთ, არჩევნებს რომ წააგებენ, – თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიცია ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მცირე ხმას აიღებს.
„მოსახლეობისთვის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ძალიან პრაგმატულია. ვინც ამ არჩევნებზე მოდის, აინტერესებს, რა მოხდება მის ქუჩაზე – როგორი იქნება ასფალტი, წყალგაყვანილობა, გადაადგილება, განათება და ასე შემდეგ. გაერო-ს გენერალურ მდივანს არ ირჩევენ, ადგილობრივ ხელისუფლებას ირჩევენ. როცა ამომრჩეველს ეუბნებიან, რომ ამ თემაზე არ დაელაპარაკებიან და მხოლოდ რევოლუციური შტაბის შექმნა უნდათ, არჩევნებს წააგებენ და შემდეგ არ გაუკვირდეთ. შეცდომებს უშვებენ, მეტი რა ვუთხრა? წესით, არ უნდა ვამბობდე, რადგან ნაპოლეონი ამბობდა, მოწინააღმდეგეს ხელი არ შეუშალო, რომ შეცდომები დაუშვასო. ქართველ ხალხი რადიკალურ ოპოზიციას 4 ოქტომბერს გააგებინებს, ამ არჩევნებს ვისთვის რა დატვირთვა აქვს, თან მწარედ გაიგებენ, რადგან მცირე პროცენტს აიღებენ“, – განაცხადა შარმანაშვილმა.