1745397302
თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაზე: მათ მიღებული აქვთ დავალება, რომ საქართველოში არეულობა შემოიტანონ, მაგრამ ხელისუფლება ამას არ დაუშვებს

მათ წინა არჩევნებზე ის დავალება ჰქონდათ, რომ რევოლუციური სიტუაცია შეექმნათ, არეულობა შემოეტანათ საქართველოში და საქართველო საომარ და ეკონომიკურ ავანტიურაში ჩაეთრიათ. ის დავალება ახლაც ძალაშია და იმავეს აკეთებენ, - ასე აფასებს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი ოთხი ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიის გადაწყვეტილებას, მონაწილეობა არ მიიღონ ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში.
„ეს ხალხი არ არის მოწადინებული, რომ კანონიერ პოლიტიკურ პროცესში მიიღონ მონაწილეობა. მათ მიღებული აქვთ მათ დავალება, რომ საქართველოში არეულობა შემოიტანონ, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება ამას არ დაუშვებს, ეს გამორიცხულია. ყველამ უნდა კარგად გაიგოს, რომ ქართველი ხალხის არჩევანის წინააღმდეგ ვერავინ ვერ წავა“, - აცხადებს შარმანაშვილი.