მნიშვნელოვანი ინფორმაცია მათთვის, ვისაც ბანკში სესხი აქვს
1762632572
ქუჩიდან სასამართლოში თუ გადაინაცვლეს, ეს წინ გადადგმული ნაბიჯია და მივესალმებით. ქუჩაში სიარულს, დესტრუქციულ ქმედებებს და რევოლუციის მოწყობას სჯობს, თუ რაიმე სამართლებრივი არგუმენტები აქვთ, სასამართლოში ვიდავოთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
შარმანაშვილს კითხვა დაუსვეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცესს იწყებს.
„აბსოლუტური საფუძველი გვაქვს კონსტიტუციური და დავის წაგებისთვის არიან განწირულნი. დროებითი საგამოძიებო კომისია კონსტიტუციის საფუძველზე შეიქმნა. ორი თვე გავიდა და კომისიის დასკვნის შინაარსზე ერთი პრეტენზია არ უთქვამთ, რომ სიმართლეს არ შეესაბამება. ეს კარგის მანიშნებელია, რადგან ხვდებიან, რომ შინაარსობრივ დავაში ვერ შემოდიან. ვნახავთ, რა საფუძვლებით შეიტანეს სარჩელი, თუმცა სასამართლო დავისთვის მზად ვართ“, – განაცხადა შარმანაშვილმა.