თენგიზ შარმანაშვილი "ფედერალისტების" აკრძალვაზე: თვითონ მოგვცეს დამატებითი მტკიცებულება, რომ ისინიც ერთიან ჭრილში განგვეხილა

თენგიზ შარმანაშვილი

 ახალი კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე შეტანილია. მმართველი პარტია, "ევროპელი სოციალისტები" და "ხალხის ძალა"- 3-ის ნაცვლად, უკვე 4 პარტიის აკრძალვას ითხოვს. ესენია - "ნაციონალური მოძრაობა", "ახლები", "ლელო" და ახლა უკვე - "ფედერალისტები".

89 დეპუტატი მიიჩნევს, რომ კონკრეტული ოპოზიციური პოლიტიკური ძალების მიზანი კონსტიტუციური წყობილების დამხობა, ან ძალადობით შეცვლა, არჩევნებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების არაღიარება, დემოკრატიის უგულებელყოფა და ქვეყნის საბოტაჟია.

"თუ, ფორმალურად, ისინი გაყოფილები იყვნენ აქამდე კრეფსითი "ნაციონალური მოძრაობა", ახლა უკვე საბოლოოდ, ორგანიზაციულად, ერთი სახე მიიღეს და მათ არ გამოვტოვებდით. ასეთ შემთხვევაში, მათ თვითონ მოგვცეს დამატებითი მტკიცებულება, რომ ისინიც ერთიან ჭრილში უნდა იყოს განხილული. იქნება სამართლიანი დავა და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, ბევრი სამართლებრივი არგუმენტი გვაქვს, რომელსაც ჩვენი ოპონენტები სასამართლოში ვერ უარყოფენ", - აცხადებს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი.