დიდ ბრიტანეთში შესვლის წესები იცვლება - დეტალები
1743604220
მათ ეს ყველაფერი პიარისთვის სჭირდებოდათ. როგორ წარმოგიდგენიათ, თანამედროვე პირობებში, როდესაც არაფერი მსგავსი არ ხდება ციხეებში, იზოლატორებში, მაინცდამაინც ხოშტარიაზე, რომელზეც ათმაგი ყურადღება იქნებოდა, რაღაც უკანონობები ჩაედინათ, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა ელენე ხოშტარიას იზოლატორში მოთავსების პროცედურაზე საუბრისას, რომელიც სამართალდამცველების მხრიდან არაადამიანურ მოპყრობასა და ძალადობაზე საუბრობს.
„რა თქმა უნდა ეს არ მოხდებოდა და ამიტომაც არ უნდათ გადამოწმება, კიდევ ერთხელ რომ არ დადასტურდეს, რომ რა უკანონობასაც ქუჩაში აკეთებდა, იმავეს აგრძელებდა იზოლატორში“, - აღნიშნა თენგიზ შარმანაშვილმა.
არსებული ინფორმაციით, ამ დრომდე არც ერთ პოლიტიკოსს და დაინტერესებულ პირს არ მოუთხოვია ვიდეო მასალა, რომელზეც „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას იზოლატორში მოთავსების პროცედურებია აღბეჭდილი. ელენე ხოშტარია სამართალდამცველების მხრიდან არაადამიანურ მოპყრობასა და ძალადობაზე საუბრობდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი ჯერ კიდევ ორი დღის წინ განმარტა, რომ დაინტერესების შემთხვევაში, კანონით დადგენილი წესით და დაკავებულის თანხმობით, შესაბამის ორგანოებს და უფლებადამცველს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ ამ ვიდეოჩანაწერს.