დარდობენ თუ არა გარდაცვლილი ადამიანები ოჯახის წევრებზე - რას ამბობს მოძღვარი
1788810789
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ბოსნიელი სერბების არმიის ყოფილი მეთაურის, გენერალ რატკო მლადიჩის დაკრძალვას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გუშინ ბელგრადში მისი დაკრძალვის კადრები შოკის მომგვრელი იყო.
როგორც ფონ დერ ლაიენმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, მლადიჩი იყო ომის დამნაშავე და ამის გამო მას სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. მას ჩადენილი ჰქონდა გენოციდი და დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ.
„გუშინ ბელგრადში რატკო მლადიჩის დაკრძალვიდან გავრცელებული კადრები შოკის მომგვრელი იყო.
რატკო მლადიჩი ომის დანაშაულებისთვის მსჯავრდებული იყო. მას გენოციდში, ომის დანაშაულებსა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში მიუძღვის პასუხისმგებლობა. იგი გარდაიცვალა მაშინ, როდესაც სრებრენიცაში ჩადენილი გენოციდისა და სხვა დანაშაულებისთვის სამუდამო პატიმრობის სასჯელს იხდიდა.
დაკრძალვაზე ოფიციალური მხარდაჭერის ნიშნები და ზოგიერთი მაღალი რანგის სერბი ოფიციალური პირის დასწრება ღრმად სამწუხაროა. ეს ცხადყოფს, რომ ვერ მოხდა ევროპის უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ბნელი პერიოდის სათანადოდ გააზრება და მასთან დაპირისპირება და ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებს, რომლებიც სერბეთის ევროკავშირისკენ მიმავალ გზას უდევს საფუძვლად.
ჩვენი ფიქრები იმ დანაშაულების ყველა მსხვერპლთანაა, რომლებიც ყოფილ იუგოსლავიაში შემავალ ქვეყნებში იქნა ჩადენილი“, - დაწერა ფონ დერ ლაიენმა.
ცნობისთვის, მლადიჩი 27 აგვისტოს ჰააგის ციხეში 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.