გაფრთხილება ამინდის გაუარესების შესახებ - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
1738734308
"ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისია პარლამენტში თებერვლის პირველ რიცხვებში შეიქმნება. რეგლამენტის მიხედვით, კომისიაში უმრავლესობის წევრთა რაოდენობა მხოლოდ ნახევარი შეიძლება იყოს, ნახევარზე ნაკლები არ უნდა იყოს ოპოზიციის წარმომადგენლობა.
ბარიერგადალახული პარტიები აცხადებენ, რომ არ აღიარებენ პარლამენტის ლეგიტიმურობას და არ აპირებენ კომისიასთან თანამშრომლობას.
"თემის გადატანის მცდელობაა, უნიჭოდ აკეთებენ ამ ყველაფერს. თავის ამომრჩეველთან უნდათ აჩვენონ, რომ ისევ მაგარი ბიჭები არიან. ამაში როგორ უნდა მივიღოთ მონაწილეობა, პირველ რიგში ეს არის ლეგიტიმაციის აღიარება და მეორე - ნონსენსი, მესამე ეს არის - პოლიტიკური დევნა და მეოთხე - უნამუსობა. ამ ადამიანების ხელისგან გასასამართლებელი არავინ არ დადის ამ ქვეყანაზე", - აცხადებს პლატფორმა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" ლევან სანიკიძე.