ტელეარხების „უკბილო წკავწკავი“ და უზნეობა ხაზს უსვამს სახელმწიფოს მიზანმიმართულ ბრძოლას კორუფციის, ტერორიზმისა და უცხოური ზეგავლენის წინააღმდეგ - ედიშერ გვენეტაძე

გვენეტაძე

“საქართველოში რომ ნამდვილი ოპოზიციური, კრიტიკული, ქვეყნის განვითარებაზე ორიენტირებული ჟურნალისტიკა არ არსებობს ეს საყოველთაოდ ცნობილია. ე.წ. ოპოზიციურ სინამდვილეში კი მეხუთე კოლონის ტელევიზიებში ხანდაზმული თაღლითებისა და ქართული ჯარის გამძარცველ კეზერას მიერ შიგნიდან თუ უცხოეთიდან დაფინანსებული ავაზაკები ჩასაფრებული არიან, რათა ჩირქი მოსცხონ სახელმწიფო თანამდებობის პირებს. ტყუილების და ცილისწამებების კორიანტელი დააყენონ მათ მიმართ, ვინც განსაკუთრებით თავდადებით იბრძვის სამშობლოსათვის, უსამშობლო-მოღალატეთა წინააღმდეგ” - ასე ეხმაურება ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე ოპოზიციური მედიის მიერ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, მამუკა მდინარაძის შესახებ გავრცელებულ ცილისმწამებლურ ინფორმაციას.

მისივე თქმით, ოპოზიციური ტელევიზიების მიზანია ტყუილების და ცილისწამებების კორიანტელის შექმნა მათ მიმართ, ვინც განსაკუთრებულად თავდადებით იცავს სამშობლოსა და ქვეყნის ინტერესებს უსამშობლო-მოღალატეების წინააღმდეგ. „ საქართველოში რომ ნამდვილი ოპოზიციური, კრიტიკული, ქვეყნის განვითარებაზე ორიენტირებული ჟურნალისტიკა არ არსებობს ეს საყოველთაოდ ცნობილია. ე.წ. ოპოზიციურ სინამდვილეში კი მეხუთე კოლონის ტელევიზიებში ხანდაზმული თაღლითებისა და ქართული ჯარის გამძარცველ კეზერას მიერ შიგნიდან თუ უცხოეთიდან დაფინანსებული ავაზაკები ჩასაფრებული არიან, რათა ჩირქი მოსცხონ სახელმწიფო თანამდებობის პირებს. ტყუილების და ცილისწამებების კორიანტელი დააყენონ მათ მიმართ, ვინც განსაკუთრებით თავდადებით იბრძვის სამშობლოსათვის, უსამშობლო-მოღალატეთა წინააღმდეგ. ნახეს, რა, რომ სუს-ის ახლად დანიშნულმა ხელმძღვანელმა მამუკა მდინარაძე დაუნდობელი ბრძოლა გამოუცხადა კორუფციას, უცხოეთიდან მათთვისვე შემოტანილი ფულების გათეთრებას, ტერორიზმს.

ამ გაცვეთილმა, გაჯონჯოლიელებულმა უსამშობლოებმა მიმართეს მათივე არაერთხელ დამუშავებულ, მაგრამ იმავდროულად უსაგნო, უსარგებლო თემას, რაც იმით გამოიხატა, რომ "ტვ 1"-მა, "ფორმულა-"მ და "?მთავარმა" სცადეს მამუკა მდინარაძის ირგვლივ თითქოსდა შავი პიარის აგორება. ამ მიზნით ისედაც უზნეოებმა გარედან დაკვეთით დაიწყეს ყოველგვარ ზღვარს გაცდენილი უზნეობების და ტყუილების ტირაჟირება. აქვე ხაზგასასმელია ის, რომ ამ ტელეავაზაკების მიერ ეს ატეხილი ეს უკბილო წკავწკავი და ვაკხანალია დასტურია იმისა, რომ ქართული სახელმწიფოს სამართალდამცავი ინსტიტუტები და მათ შორის მამუკა მდინარაძის ხელმძღვანელობით ქვეყნის მსახური სუს-ი აბსუტურად სწორად, მიზანმიმართულად მუშაობს. გამოავლენს საქართველოს მტრებს, მოღალატეებს, ომში ჩაბმის, არეულობის, დესტაბილიზაციის მსურველებს და ერთგულად, თავდადებით ემსახურება ქართველი ხალხისა და საქართველოს სახელმწიფოს სუვერენიტეტის განმტკიცებას. ასე, რომ ვაჟასეული: "ცუდას რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანი".-კლასიკა იყო არის და სანამ კაცობრიობა იარსებებს კლასიკად დარჩება.“ - წერს გვენეტაძე.