თეატრალური საზოგადოების წარმომადგენლები თბილისში მსვლელობას მართავენ

თეატრალური საზოგადოების წარმომადგენლები თბილისში მსვლელობას მართავენ

"ყველგან პოლიციაა, არსად სამართალი" - ამ ლოზუნგით, თეატრალური საზოგადოების წარმომადგენლები თბილისში მსვლელობას მართავენ.

თავდაპირველად, ისინი იუსტიციის სახლთან შეიკრიბნენ და აპირებენ პოლიციის შენობებთან გაჩერდნენ. ისინი აპროტესტებენ აქციების დროს დაკავების და ცემის ფაქტებს.

ითხოვენ მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის და სხვა პირების გათავისუფლებას. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.