შავი ზღვის სანაპიროზე ორი გიგანტური ქარბორბალა გამოჩნდა
1754303643
ვინც ამ დასკვნას წაიკითხავს, ნახავს, რომ ზოგიერთი უცხო ქვეყნის წარმომადგენლის განცხადება თუ შეფასება, საქართველოს მოქალაქისთვის, განსაკუთრებით იმისთვის, ვინც „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დანაშაული თავის თავზე იწვნია, არის ხოლმე სრულიად გაუგებარი, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა, კომისიის დასკვნით სხდომაზე.
როგორც მან აღნიშნა, კომისიის დასკვნა უცხო ქვეყნის წარმომადგენლებს უნდა დაეხმაროთ იმის გაგებაში, თუ რაში იცხოვრა საქართველომ 2003-2012 წლებში და რატომ აღარ სურს ქართველების უმრავლესობას "ნაციონალური მოძრაობის" და მასთან დაკავშირებული პირების ხელისუფლებაში დაბრუნება.
„ამას განაპირობებს ის, რომ მოცემულმა უცხო ქვეყნის წარმომადგენლებმა, არც კი იციან, რაში იცხოვრა საქართველომ 2003-დან 2012 წლამდე. ეს დასკვნა მათ უნდა დაეხმაროთ ჩვენს გაგებაში, საქართველოს და იმ ქართველების გაგებაში, რომლებიც დღეს საქართველოში უმრავლესობაში არიან და აღარ სურთ „ნაციონალური მოძრაობის“ და მათთან დაკავშირებული პირების ხელისუფლებაში მოხვედრა. ამიტომ, რაკი მათ ქართული არ იციან, ალბათ, უნდა ვისურვოთ, რომ ეს მინიმუმ ინგლისურ ენაზე ითარგმნოს. ამიტომ, თუ წინააღმდეგნი არ იქნებით, ჩვენ დღეიდან დავძრავთ პროცედურებს როგორც თარგმანის, ასევე, პირველ რიგში, დაბეჭდვის მიმართულებით“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.