რისი გაკეთება არ შეიძლება წითელ პარასკევს
1744659848
ჩემთვის აბსოლუტურად აბსურდის თეატრია, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი იმის მაგივრად, რომ შტურმს იგერიებდეს, ყავას უსხამდა დეპუტატებს, - განაცხადა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა, პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას, რომელიც შს მინისტრისა და პრემიერ-მინისტრის თანამდებობებზე მის მიერ გაწეული საქმიანობისა და მიღებული გადაწყვეტილებების, მათ შორის, 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, კომისიის წევრების კითხვებს პასუხობს.
წულუკიანი აღნიშნული რეპლიკით გამოეხმაურა გახარიას განცხადებას იმის თაობაზე, რომ 20 ივნისს, პარლამენტის შენობის შტურმის დროს, მმართველი გუნდის დეპუტატებიდან ზოგიერთს წყალიც მიაწოდა, ზოგს კი ყავაც დაუსხა, ვინაიდან ისინი ღელავდნენ, თუმცა, ვინ იყვნენ ეს დეპუტატები, გახარიას თქმით, არ ახსოვს.
როგორც კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, „ქართული ოცნების“ დეპუტატების სია, ვინც 20 ივნისის მოვლენების დროს პარლამენტში იმყოფებოდა, საკმაოდ გრძელია და ისინი თავად გასცემენ პასუხს გახარიას.
„დავანებოთ ამ გროტესკზე საუბარს თავი, წარმოუდგენელ რაღაცებს ვისმენთ. გარდა ამისა, სია იმ დეპუტატების „ქართული ოცნებიდან“, ვინც თქვენი აქ ყოფნის დროს შენობაში იმყოფებოდა, არის საკმაოდ ვრცელი და ისინი თავად გაგცემენ პასუხს, ვინ სად იყო და რას აკეთებდა“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
რისი გაკეთება არ შეიძლება წითელ პარასკევს
1744659848