Facebook -ზე, მაია ნადირაძე სალომე სამადაშვილს დაუპირისპირდა

სამადაშვილი-ნადირაძე

ყოფილი პარლამენტარი მაია ნადირაძე Facebook -ზე ლელო-ძლიერი საქართველოს" ლიდერს, სალომე სამადაშვილს დაუპირისპირდა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი ლიდერი, ექს დეპუტატი მაია ნადირაძე სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც „ნაცმოძრაობის“ ყოფილ წევრს და ახლა „ლელოს“ ერთ-ერთ ლიდერს, სალომე სამადაშვილს მწვავედ აკრიტიკებს.

„სრულიად ქოცქალები, თავიანთი მონდომების მიუხედავად, ვერ ასიამოვნებდნენ ივანიშვილს ისე, როგორც ეს სამადაშვილს  გამოუვიდა.

მაგან ისე იცის პოლიტიკა, როგორც მე კვანტური მექანიკა. მე ის მაინც ვიცი, რომ არ ვიცი კვანტური მექანიკა.
ეს „ღვაწლმოსილი პოლიტიკოსი“ გვიმტკიცებს, რომ ავტორიტარული და რეპრესიული რეჟიმის პირობებში, არჩევნებში უნდა მივიღოთ მონაწილეობა, რომ ის დავასუსტოთ.

არც ვიცი, როგორ დავცინო, უმარტივესი ირონიაც კი მისთვის შეიძლება გაუგებარი აღმოჩნდეს. ირონია კი არა, ფაქტებიც არ იცის. ამის გადმოსახედიდან ვენესუელაში მადურო დამარცხებულია უკვე არჩევნებით…

ეს გაბღენძილი მედროვე ქალი იქით იყოს და კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო: „ყველა გავერთიანდეთ“ არ არის სწორი ფორმულა, როცა იქ სამადაშვილები არიან.

„გავერთიანდეთ ყველა, ვისაც გული გვერჩის და ქვეყანა გვიყვარს“.

მაინც ძალიან ბევრნი ვართ, რომ ეს ზედაპირზე ამოტივტივებული ნაგავი გადავრეცხოთ, თავის სამადაშვილებიანად.

@4 ოქტომბერი

@დროშების რევოლუცია!“ - დაწერა მაია ნადირაძემ.

ნადირაძის მწვავე კრიტიკას სალომე სამადაშვილი გამოეხმაურა და პოსტის კომენტარებში დაწერა:

უი, რამდენი ბოღმა გინთხევია, მაია. ისე ვენესუელას არ გადავწვდებოდი შენს ადგილზე, ან რამეს წავიკითხავდი ჯერ, უხერხულია... გავიგებდი, როგორ გაანადგურა ბოიკოტებმა ოპოზიცია წლების მანძილზე ვენესუელაში და რეჟიმი გაამყარა. ბოიკოტის საწინააღმდეგო მაგალითი თუ გინდოდა მოგეყვანა, ზუსტად შეარჩიე.  გიზიარებ სტატიას, კიდევ შემიძლია მოგამარაგო. დროშები კარგია და კომპეტენტურობაც თუ ახლავს თან, მით უკეთესი.

კვანტური ფიზიკის დონეზე არა, ისე, ნიუსებს მაინც რომ კითხულობდეს ადამიანი და ცოტა აზრზე იყოს, მსოფლიოში რა ხდება. თორემ დროშების ტარების ამარად არ დარჩეს ეს ქვეყანა“.