მოზარდის სუიციდის საქმეში ChatGPT-ს წინააღმდეგ ახალი ბრალდებები გაჩნდა
1761236641
"ჩემი აზრით, ეს შესანიშნავი საშუალებაა გავაზიაროთ იდეები, არა მხოლოდ საჯარო სექტორის წარმომადგენელ კოლეგებთან, არამედ კერძო სექტორთანაც," - ეს განცხადება სომხეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა, მარტინ გალსტიანმა "თბილისის აბრეშუმის გზის" ფორუმის ფარგლებში მიმდინარე ფინანსურ სამიტთან დაკავშირებით გააკეთა, რომელიც თბილისში, დღეს გაიხსნა.
მისივე თქმით, სომხეთის ცენტრალური ბანკი მზადაა, ითანამშრომლოს კერძო სექტორთან.
"აქ ინტერაქციის და თანამშრომლობის უამრავი საშუალებაა როგორც კერძო, ისე საჯარო კუთხით. ჩვენ, როგორც ცენტრალური ბანკი, მზად ვართ, ვითანამშრომლოთ კერძო სექტორთან, შესაძლო განვითარებებში, ფინტექ სექტორში. კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც მინდა ხაზი გავუსვა, არის ის, რომ ჩვენ ასევე ვფიქრობთ რეგიონულ განვითარებაზე. სწორედ ამიტომ, ჩვენ და საქართველოს ეროვნული ბანკი ვცდილობთ ხელი მოვაწეროთ მემორანდუმს, რომელიც ჩვენს სამომავლო თანამშრომლობის ფუძემდებელი იქნება ბევრი მიმართულებით, მათ შორის, ციფრული და ფინანსური საკითხებზე," - განაცხადა მარტინ გალსტიანმა.