ორბანის პოლიტიკის მხარდასაჭერად ბუდაპეშტის ქუჩებში ასობით ათასი ადამიანი გამოვიდა

უნგრეთში „მშვიდობის მარში“

უნგრეთში „მშვიდობის მარში“ მიმდინარეობს.

1956 წლის უნგრეთის რევოლუციის წლისთავზე, ბუდაპეშტში „მშვიდობის მარშს“ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის პარტიის, „ფიდესის“ ათიათასობით მხარდამჭერი შეუერთდა.

„დღეს მსოფლიოს მესიჯს ვუგზავნით: უნგრეთი ომზე უარს ამბობს! ჩვენ უკრაინისთვის არ დავიხოცებით! ჩვენს შვილებს ბრიუსელის ბრძანებით სასაკლაოზე არ გავგზავნით“, - დაწერა ორბანმა X-ზე.

მსვლელობის მონაწილეებმა ბანერები გაშალეს, წარწერით: „უკრაინისთვის სიკვდილი არ გვინდა“.

უნგრეთის მმართველი პარტიის, „ფიდესის“ მსვლელობის საპასუხოდ დღეს ბუდაპეშტში პიტერ მაგიარის ოპოზიციური პარტია, „ტიზა“ საპროტესტო აქციას გამართავს.