თეა ახვლედიანი ბაქოს დიალოგის ფარგლებში დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

თეა ახვლედიანი

სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ომის პატიმრების, ტყვეების და უგზოუკვლოდ დაკარგულ პირთა სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარის მოწვევით, მონაწილეობას მიიღებს ბაქოს დიალოგის ფარგლებში დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციაში „ძალისხმევის გაერთიანება და თანამშრომლობის გაძლიერება უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირებთან დაკავშირებული საკითხების მოსაგვარებლად“, რომელიც 9 ოქტომბერს გაიმართება.

სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი ბაქოში გამართულ საერთაშორისო კონფერენციის გახსნით სესიაზე სიტყვით გამოვა.

უწყების ცნობით, კონფერენცია მიზნად ისახავს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიების მიმართულებით საერთაშორისო ძალისხმევის შემდგომ გაძლიერებას, რაც საკითხის სხვადასხვა ასპექტით განხილვას, ინფორმაციის გაცვლასა და საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარებას ითვალისწინებს.