თბილისში წინასაახალწლო ზეიმი გრძელდება - საახალწლო სოფელი, მნახველებს 21-დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით მასპინძლობს

საახალწლო სოფელი

თბილისში წინასაახალწლო ზეიმი გრძელდება. ორბელიანის მოედნის, დედაენის ბაღისა და იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილ საახალწლო სოფელში, ყოველდღე 12:00დან 22:00 საათამდე გასართობი ღონისძიებები, კონცერტები, საშობაო ბაზრობა, გამოფენა-გაყიდვები იმართება.

ორბელიანის მოედანზე მოწყობილ სცენაზე გუშინ მსმენელის წინაშე ანსამბლი „ფორტე“ წარდგა.

თბილისის მერიის ორგანიზებით გახსნილი საახალწლო სოფელი, მნახველებს 21-დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით მასპინძლობს.