თბილისის საქალაქო სასამართლოში ზვიად ცეცხლაძის და მასთან ერთად დაკავებული 7 პირის საქმეზე სასამართლო სხდომა გაიმართა

საქალაქო სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლოში ზვიად ცეცხლაძის და მასთან ერთად დაკავებული 7 პირის საქმეზე სასამართლო სხდომა გაიმართა.

სასამართლო პროცესზე გამოიკვლიეს მტკიცებულებები და გამოიკითხეს ბრალდების მხარის მოწმეები, მათ შორის ექსპერტები, რომლებმაც მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე ექსპერტიზები ჩაატარეს.

დაკავებულებს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან.