გაზი ორი დღით შეწყდება - „თბილისი ენერჯი“ აბონენტებს აფრთხილებს
1761679861
თბილისის საკრებულოში მერვე მოწვევის პირველი სხდომა მიმდინარეობს.
საკრებულოს წევრებმა თავმჯდომარედ, 45 ხმით სამის წინააღმდეგ, ზურაბ აბაშიძე აირჩიეს. წინა, მეშვიდე მოწვევის საკრებულოსაც ზურაბ აბაშიძე ხელმძღვანელობდა.
საკრებულოს პირველ სხდომას ოპოზიციის წარმომადგენლებიც ესწრებიან. კერძოდ, „გირჩის“ ორი წევრი, გიორგი გვენეტაძე და დავით ფანჯიკიძე, „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ორი წევრი - ვახტანგ სურგულაძე, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი და „კონსერვატორები საქართველოსთვის“ გიორგი ქარდავა.
მთელი ქვეყნის მასშტაბით, 4 ოქტომბრის არჩევნების შედეგად არჩეული საკრებულოების პირველი სხდომები მიმდინარეობს.