თავისუფლების მოედანზე ოპოზიციის აქცია იმართება

აქცია

ოპოზიციის წარმომადგენლების ორგანიზებით, თბილისში აქცია იმართება. ხელისუფლების ოპონენტებმა შეკრება სხვადასხვა ლოკაციაზე დაიწყეს და მსვლელობით თავისუფლების მოედანზე მივიდნენ. აქციის მონაწილეები, დედაქალაქის გარდა,  საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან არიან.

ამ წუთებში, აქციაზე პარტიის ლიდერები და აქტივისტები სიტყვით გამოდიან.

მიმდინარე აქციას , თითქმის ყველა ოპოზიციური პარტია, რამდენიმე კვირის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით აორგანიზებდა.

✕