1734086254
თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის, იუსტიციის სამინისტროში უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა
თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის, იუსტიციის სამინისტროში უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა. კომისიას იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ხელმძღვანელობს.
კომისიის წევრებს მონიტორინგის შედეგად მიღებულ ინფორმაციაზე რეაგირების შესახებ მოუსმინეს.
სხდომას ესწრებოდნენ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. უწყების ცნობით, საარჩევნო კოდექსის შესაბამისად შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის მიზანია საჯარო მოსამსახურეების მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენცია და დარღვევებზე რეაგირება.
„ყველა სხდომას ესწრებიან ჩვენი უცხოელი პარტნიორები, დამკვირვებელი ორგანიზაციები, მაგრამ აქ სანთლით საძებარია ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც ახლა ყოველდღიურად გამოთქვამენ შეშფოთებას, წუხილ არჩევნების შედეგთან დაკავშირებით. ჩემი აზით, სწორედ ეს ადამიანები უნდა იყვნენ დღეს ეს, მაგრამ ისინი აქ არ იყვნენ. ჩვენი მოვისმინეთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის დეტალური ანგარიში, ყველაფერს ნათლად გაეცა პასუხი“, - განაცხადა კომისიის წევრმა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი ცაგარეიშვილმა.