მომხმარებელმა „შპს იფქლის“ პურში უცხო სხეული აღმოაჩინა - საწარმოს წარმოების პროცესი შეუჩერეს
1738841762
პარლამენტის ერთ-ერთი ვიცე-სპიკერის, თეა წულუკიანის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც მან "რუსთავი 2-ის" ეთერში გააკეთა, მმართველ გუნდში შეფასებები კეთდება. საუბარია განცხადებაზე, სადაც წულუკიანმა განაცხადა, რომ "ქვეყანაში საელჩოების დიქტატურა უნდა განეიტრალდეს".
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ თემაზე საუბრისას თქვა, რომ, როგორც მინისტრს, არაერთხელ ჰქონია შემთხვევა, როდესაც ელჩები მას უხეშ მითითებებს აძლევდნენ და ეს საქმიანი კომუნიკაციის ფორმებსაც სცდებოდა.
"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ეს არღვევს დიპლომატიის პრინციპებს
"მე თვითონ ვიყავი ელჩი 5 წლის განმავლობაში ჩვენს მეზობელ ქვეყანაში. ცუდ სიზმარშიც კი არ დამესიზმრებოდა, რომ ადგილობრივი ხელისუფლებისთვის იქ რაღაც მოწოდებები გამეკეთებინა და შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩავრეულიყავი. მეტიც, ვენის კონვენცია პირდაპირ კრძალავს ელჩების ჩარევას საშინაო საქმეებში. ისინი, ვინც ერევიან უხეშად საქართველოს საშინაო საქმეებში, ვენის კონვენციის გვერდის ავლით და მისი იგნორირებით, რა თქმა უნდა, ჩვენ მათ უნდა მივუთითოთ, რომ შეწყვიტონ საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა," - აღნიშნა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.
თენგიზ შარმანაშვილი, 2011-დან 2016 წლამდე, სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობას იკავებდა.